ხამისკურის მოსახლეობა ურთას მთაზე არსებული ანძებისთვის დენის ჩაჭრით იმუქრება (ვიდეო)
16:12 / 13.07.2017
სოფელ ხამისკურში, ურთის მთის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ხიდის
და გზის რეაბილიტაციას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურა აქ, განსაკუთრებით,
გასულ კვირებში, ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა. მათივე
ინფორმაციით, საავტომობილო ხიდი ადიდებულმა მდინარემ დააზიანა, ხოლო
გზა მეწყერმა და მთიდან ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა დაფარა. სოფლის
მოსახლეობა შიშობს, რომ, შესაძლოა, მათი უბანი, სადაც ამჟამად რვა
ოჯახი ცხოვრობს და სატელეფონი ანძები მდებარეობს, მალე გარე სამყაროს
მოწყდეს. ამ ეტაპზე აქ გავლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.
„გვყავს მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, ვინმე ცუდად რომ გახდეს,
აქ სასწრაფო დახმარება ვერ ამოვა. ამ გზაზე უნდა გაიაროს ყველამ, ვინც
ანძაზე ადის. ხუთი ანძა დგას ზემოთ და ეს გზა არის ერთადერთი, რომელიც
იქ მიდის... თუ დროულად არ მოგვაქცევენ ყურადღებას, მივიღებთ ზომებს -
გადავკეტავთ გზას, ანძებს გადავუჭრით დენს“, - ამბობს ციალა
კაკულია.
გარდა ამისა, ურთის მთის კალთებზე ხშირია მეწყერის ჩამოწოლა.
ადგილობრივები ამ ფაქტებს ბზის განადგურებას უკავშირებენ.
„გზას გაუჩნდა ნაპრალები და ორმოები, ყოველდღე იმეწყრება. ამას ბზის
განადგურებამ შეუწყო ხელი. საქართველოში არსად არ არსებობდა ისეთი
ბზა, როგორიც ამ ტერიტორიაზე, მაგრამ გაუჩნდა ავადმყოფობა, რამაც
მასიურად გაანადგურა. მიწას ფესვები ამაგრებდა, რასაც უკვე ვერ
აკავებს. თავის დროზე ყველა შესაბამის უწყებას მივმართეთ
დახმარებისთვის, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება და ეს მცენარე
საერთოდ განადგურდა“, - თქვა ჯარნაზი აფაქიძემ.
მეწყერის გააქტიურების კიდევ ერთ მიზეზად ადილობრივი მოსახლეობა
კომპანიის „სილქნეტის“ მიერ წარმოებულ სამუშაოებს ასახელებენ.
თავის მხრივ კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშულ სოფელში
მაგისტრალური კაბელი ორი წლის წინ გამოიცვალა, თუმცა მდინარის
კალაპოტთან და გზის დაზიანებასთან არანაირ კავშირში არ არიან.
„ამ ეტაპზე ხამისკურში კომპანიას არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებია,
ეს იყო ორი წლის წინ, რა დროსაც გამოიცვალა მაგისტრალური კაბელი,
თუმცა სამუშაოები ყველანაირი ნორმების დაცვით განხორციელდა“,-
აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ხამისკურში გამგებლის წარმომადგენელი ავთანდილ ქირია ამბობს, რომ ის
ზემოაღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია. მისი ინფორმაციით,
შესაბამისმა კომისიამ პრობლემა უკვე შეისწავლა და დახმარებისთვის
ცენტრალურ მთავრობას მიმართა.
„ვიცი, რომ სოფელი პარალიზებულია. სტიქიის მეორე დღესვე მოვიდა
კომისია, შესწავლილი და დასურათებულია ადგილი და ველოდებით
დაფინანსებას", - განაცხადა ქირიამ.
ცნობისთვის, ურთას მთაზე რამდენიმე ანძა დგას, მათ შორის, კომპანიების
: „ჯეოსელის“, „მაგთიკომის“, „ბილაინის“ და რადიო „ათინათის“.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები