სოციალური დაცვის საკითხები - რეგიონული კონფერენცია ანაკლიაში (ვიდეო)
20:30 / 13.07.2017
ჩეხურმა ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და საქველმოქმედო
ცენტრმა „თანაზიარმა“ ანაკლიაში
რეგიონული კონფერენცია გამართეს. შეხვედრაზე პროექტის „სოციალური
დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის
გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში, სხვადასხვა
სოციალური სერვისი განიხილეს.
პროექტის მენეჯერის ნანა ყურაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებისთვის
გრძელვადიანი პროექტების დანერგვა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
,, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარებიდან
გადავიდეთ გრძელვადიან სოციალურ სერვისებზე, რაც ხელს შეუწყობს
მოსახლეობის და კერძოდ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის
გაუმჯობესებას’’,- თქვა ყურაშვილმა
გარდა ამისა შეხვედრაზე ყველა ის აქტივობა შეაჯამეს, რომელიც პროექტის
ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული პროექტის მიზანია თვითმმართველობის ორგანოებისა და
სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების თანამშრომლობის
გაძლიერების გზით სოციალური სერვისების გაუმჯობესება.
ღონისძიებას მრჩეველთა საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმართველობის
და სამეგრელოს ცხრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ცნობისთვის, ზუგდიდის ადგილობრივი სოციალური ჩართულობის სტრატეგია
PIN-ის პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში
საქართველოში“ ფარგლებში ზუგდიდის მრჩეველთა საბჭოს მიერ შემუშავდა.
მასში გაწევრიანებული არიან თვითმართველობის ადგილობრივი სათემო
ჯგუფების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნულ
პროგრამას ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
დაფინანსებით ახორციელებს
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები