ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2016 წლის წარჩინებულ
კურსდამთავრებულებს ოქროსა და
ვერცხლის მედლები გადასცეს. რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა
ფარცვანიას თქმით, მედლები ზუგდიდელ კურსდამთავრებულებს ერთი წლის
დაგვიანებით ორი მიზეზის გამო გადასცეს.
„შარშან, განათლების სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის
მიერ დამზადებული მედლები დაიწუნა. წელს კი, ველოდებოდით, რომ ყველა
სტუდენტი ჩამოსულიყო ზუგდიდში. ამიტომაც დაგვიანდა დაჯილდოება“, -
უთხრა რადიო „ათინათს“ ფარცვანიამ.
გასულ სასწავლო წელს ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 38
წარჩინებული კურსდამთავრებულიდან 28 - ოქროს, ხოლო 10 ვერცხლის
მედალოსანია.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა გადასცეს.
"წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების” პროგრამის ფარგლებში განათლების
სამინისტრო ყოველწლიურად წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილოდებს. პროგრამის
მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა.
მასალის გამოყენების პირობები