თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მოკლული 19 წლის გოგონას ბიძაშვილი
დანაშაულს აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტროს
ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, 1995 წლეს დაბადებულმა რ.ა.-მ საკუთარ
მამიდაშვილს - 1998 წელს დაბადებულ ა. ხ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში
სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივს, უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში, ამის შესახებ აღნიშნული არ არის.
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით მოკლულის
ბიძაშვილი სამართალდამცავებმა გუშინ ფოთში დააკავეს. გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით
მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
თბილისში
ქალის მკვლელობის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები