ენმ-მ ქალაქის საკრებულოში მუშაობის სამწლიანი პერიოდის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
18:23 / 18.07.2017
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
წევრებმა სამწლიანი მუშაობის
ანგარიში წარმოადგინეს. ანგარიშის მიხედვით, ენმ-ს მოსახლეობასთან 580
შეხვედრა ჰქონდა, როგორც კარდაკარის, ასევე ღია კარის დღის ფარგლებში.
გარდა ამისა, მათ 170 შუამდგომლობა წამოაყენეს მერიაში, საკრებულოში,
დევნილთა სამმართველოსა თუ სოციალურ სამსახურში.
„ფრაქცია საკრებულოში აქტიურობით გამოირჩეოდა და ცდილობდა, ყველა
მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, დროული რეაგირება მოეხდინა და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების კონტროლი
განეხორციელებინა“, - აღნიშნა წითლიძემ.
მისივე განმარტებით, რიგ შემთხვევებში ოპოზიციური ფრაქციის
შუამდგობლობებზე მერიის შესაბამისი სამსახურებს რეაგირება ჰქონდათ,
თუმცა ამავე დროს, კონკრეტული პრობლემები მოუგვარებელი რჩებოდა.
შეხვედრას, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
დაფინანსებითა და NDI-ის მხარდაჭერით განხორციელდა, არასამთავრობო
ორგანიზაციის წარმომადგენლები, ენმ-ის წევრები და სხვა დაინტერესებული
პირები ესწრებოდნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები