უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს მესტიას მეუღლესთან მარინა
პოროშენკოსთან და უკრაინის დელეგაციის წევრებთან ერთად ესტუმრება.
უკრაინის პირველ პირს მესტიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი
ლევან შონია და მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი უმასპინძლებენ.
პოროშენკოს სვანეთში 12 საათზე ელოდებიან.
უკრაინის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად მესტიის
ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს დაათვალიერებს, ასევე ეწვევა
მარგიანების საგვარეულო კოშკსა და სვანურ სახლს.
ცნობისთვის, პოროშენკო საქართველოში 17 ივლისს ჩამოვიდა. ის ვიზიტის
ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და
მთავრობის წევრებს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები