თემურ ნადარაია: გალის რაიონი ერთ - ერთი ყველაზე მშვიდია აფხაზეთში
გალის რაიონის უსაფრთხოება, რომელსაც აფხაზი და რუსი მესაზღვრეები
უზრუნველყოფენ, სტაბილურობის და განვითარების ფაქტორია,
ამის შესახებ ქალაქ გალის 85 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ
ღონისძიებაზე, გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ
ნადარაიამ აღნიშნა, წერს აფხაზური მედია.
"მალე ორი წელი გახდება, რაც რაიონში არც ერთი ტერაქტი არ მომხდარა და
შეწყდა ადამიანების გატაცება. თანდათან, გალის რაიონი, აფხაზეთის
ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ რაიონად ხდება", - აღნიშნა ნადარაიამ.
ნადარაიას განცხადებით, "ქვეყნის ხელისუფლება" დიდ დროს უთმობს
რაიონის სოციალურ - ეკონომიკურ გავითარებას. მისივე განცხადებით,
რუსეთის ფედერაციის კომპლექსური მხარდაჭერის გეგმის თანახმად, შეკეთდა
ქალაქის და რაიონის ცენტრალური გზები, კულტურული და საგანმანათლებლო
დაწესებულებები.
მასალის გამოყენების პირობები