აფხაზეთში ისლამისტური მოძრაობა „მუსლიმი ძმების“ წევრი დააკავეს
დე ფაქტო აფხაზეთში ისლამისტური მოძრაობა „მუსლიმი ძმების“ წევრი
დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „სახელმწიფო უშიშროების“ სამსახური
იუწყება, წერს „სპუტნიკ აფხაზია“.
„აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სოხუმში
ოპერატიული ღონისძიებების განხორციელებისას უზბეკი რამაზონ ღაფუროვი
დააკავეს. მისი ჩხრეკისას რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი
ამოიღეს, რომელიც აქრამ ალახვერდან ოღლი გასანოვის სახელზე იყო
გაცემული“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულმა აღიარა, რომ
ექსტრემისტული ორგანიზაცია „მუსლიმი ძმების“ წევრია. 2017 წლის 21
ივლისს ის რუსეთის საგამოძიებო ორგანოებს გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები