ძლიერი წვიმის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში ღელე
ადიდდა და მიმდებარე ტერიტორა დატბორა.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყლით დაფარულია სახნავ-სათესი
სავარგულები: თხილანრები, სათბური და საყანე ფართობები. მოსახლეობა
საკუთარი ძალებით ცდილობს ტერიტორიის გაწმენდას.
"ცუდი სიტუაციაა, ჩვენ ვერ დავუკავშირდით ადგილობრივ ხელისუფლებას.
არავინ მოსულა აქ", - უთხრეს მათ რადიო
"ათინათს".
თავის მხრივ, ურთას გამგებლის თქმით, დღის განმავლობაში ის სტიქიის
რამდენიმე ზონაში მივიდა.
"კონკრეტულად, რომელ ადგილს გულისხმობთ, არ ვიცი, თუმცა, მე ვიყავი
რამდენიმე ადგილას, სადაც ადიდებულმა ღელემ გზა ჩახერგა", - თქვა
ბადრი ნინუამ.
დღესვე, ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა ცაცხვსა და ცაიშში.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და შიდა
საუბნო გზები. ჩაიხერგა სასაფლაომდე მისასვლელი გზაც.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები