დღეს დილით ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
თვითმხილველების თქმით, ის ზღვამ გამორიყა.
შს სამინისტრო გარდაცვლილის შესახებ დამატებით ინფორმაციას,
ჯერჯერობით, არ ავრცელებს. ამ დროისთვის ცხედარი ქუთაისის
პროზექტურაშია გადასვენებული.
უწყებაში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები