„განვითარების შეფერხება“ - დისკუსია თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე (ვიდეო)
16:42 / 24.07.2017
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თვითმმართველობის კოდექსში
შესატან
ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის მიზანი
იყო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მოსახლეობის
ინფორმირებულობა, ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორისა და
ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გაგება და სხვ. მთავარი
მომხსენებლები იყვნენ ექსპერტები ირაკლი მელაშვილი და ლადო
სანიკიძე. მათი შეფასებით, ქალაქებისთვის თვითმმართველის სტატუსის
გაუქმებით მომსახურების ხარისხი გაუარესდება.
„პირველი პრობლემა, რასაც მუნიციპალიტეტების გაერთიანებით მივიღებთ,
ეს იქნება პრიორიტეტების დაგეგმვა. იმის განსაზღვრა, სოფლებში
გააკეთონ საქმე თუ ქალაქში ან პირიქით. ვეჭვობ, ქალაქში წამოვა უფრო
მეტი საქმე და თანხები, ხოლო სოფელი უყურადღებოდ დარჩება. ასევე
შეუმცირდებათ დაფინანსება, ორივეს, ჯამში უფრო ნაკლები ფული ექნება,
ვიდრე ერთ გაერთიანებულს“, - განაცხადა მელაშვილმა.
შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა თაზო ფაცაციამ აღნიშნა, რომ ადგილობრივ
ხელისუფლებას მოცემული სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და
თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანებას მხარი
დაუჭირეს. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იქვე აცხადებს, რომ
მოსალოდნელი ცვლილებებით ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის გაუქმება
არ არის დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები კი
აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ზუგდიდს განვითარების
შესაძლებლობა წაართვეს.
შეხვედრა ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის
ცენტრი პროექტის - “თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების
ხელშეწყობა” ფარგლებში, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის,
ინტერენეტგამოცემა TSpress.ge-ის ორგანიზებითა და ფონდ “ღია
საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები