სოხუმში ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრი ჩავიდა
ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრი ლევ კუზნეცოვი
სამუშაო ვიზიტით სოხუმში ჩავიდა. ის დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს
რაულ ხაჯიმბას
და პრემიერ-მინისტრს ბესლან ბარციცს შეხვდა. აფხაზური მედიის ცნობით,
ლევ კუზნეცოვმა და ბელსან ბარციცმა გაგრასა და ლიხნში მდებარე სკოლები
მოინახულეს, რომელთა სარემონტო სამუშაოები რუსეთის საინვესტიციო
პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
„ამოცანა ამბიციურია – ნახევარ წელიწადში ერთობლივად უნდა ავითვისოთ
ორ მილიარდ რუბლზე მეტი. ეს სოციალური მიმართულების ობიექტებია:
გზები, კომუნიკაციები, საინჟინრო ნაგებობები, სკოლები, საბავშვო
ბაღები და უნივერსიტეტი“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის
მინისტრმა.
თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ „რუსეთის ძალისხმევა შედეგს
გამოიღებს და ეს გეგმები შესრულდება“.
მასალის გამოყენების პირობები