NDI: მთავრობის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 10% აფასებს
,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა
52% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას - 1%
პასუხობს - ძალიან კარგად, 9% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს,
23% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 12% - ძალიან
ცუდად.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს
მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები