NDI: გამოკითხულთა 59%-ისთვის ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანება მიუღებელია
,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის’’ კვლევის მიხედვით, 7
თვითმმართველი ქალაქის და თემის გაერთიანება
გამოკითხულთა 59%-ისთვის მიუღებელია, 16%-ისთვის მისაღებია, 24%-მა არ
იცის და 1% უარს ამბობს პასუხზე. გამოკითხულთა 52% 7
თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციას
ფლობს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს
მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები