NDI: გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა
,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის’’ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა
58%ის აზრით, ადგილობრივ
ხელისუფლებაში (საკრებულო, მერია, გამგეობა) პროფესიონალიზმის
ნაკლებობაა. 27% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, 15%-მა კი არ იცის.
კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა, რომ ჩემს ადგილობრივ ხელისუფლებაში
ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს, გამოკითხულთა 46% დადებითად
პასუხობს, 30% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და 24% კი აღნიშნულ
კითხვაზე "არ ვიცის" პასუხობს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს
მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები