ბიჭვინთაში მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია სამი ადამიანი
ბიჭვინთაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო
სიტუაციათა
სამინისტროს პრეს - სამსახურის უფროსმა მიზან ლომიამ განუცხადა.
მისივე ცნობით, რუსული ავიაკლუბის კუთვნილ მსუბუქძრავიან
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ პილოტი - ვიტალი სემიონივი სამარიდან, და
ორი მგზავრი, ანდრეი უგოლოვი, მოსკოვის ოლქიდან და 11 წლის
ეკატერინა გარიშჩევა.
უფრო ადრე, 6 ივლისს, ბიჭვინთაში ავარიულად დაეშვა მსუბუქი
თვითმფრინავი А – 33. შემთხვევის შედეგად სამმა ადმიანმა სხვადასხვა
სიმძიმის დაზიანებები მიიღო, თუმცა, პილოტიც და მგზავრებიც
გადარჩნენ.
მასალის გამოყენების პირობები