28 ივლისის, დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე, შავი ზღვის
სანაპირო რაიონებში შტორმია მოსალოდნელი. დასავლეთის მიმართულების
ძლიერი
ქარის გამო,ზღვაზე შესაძლებელია 3-5 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას
გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სანაპირო ზოლებზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა და მობილიზებულია
სამაშველო ბრიგადები. ისინი სანაპიროსთან მყოფებს მოუწოდებენ, რომ
მოსალოდნელი შტორმის გამო ზღვაში არ შევიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები