ბრიტანულმა გამოცემამ „The Guardian“ საქართველოს შესახებ სტატია
,,ფეხით შემოვლილი სვანეთი’’ გამოაქვეყნა.
მასალაში ჟურნალისტი ჯერემი ჰედი სვანეთში მოგზაურობას და ამ
რეგიონისთვის დამახასიათებელ კონტრასტებს აღწერს.
,, ერთის მხრივ მესტიაში ჩამოსულ ტურისტს განვითარებული ტურისტული
ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, მუზეუმები და რა თქმა უნდა სვანეთის
მთები ხვდება,’’
ფოტო: „The
Guardian'
მეორეს მხრივ კი ის წერს, რომ საქართველოში თავისუფლების მიუხედავად,
ბეჩოში საბჭოთა კავშირის სიმბოლიკები მრავლად არის.
,,ტრადიციული, ძველი არქიტექტურა და საბჭოთა მონუმენტური შენობები’’,
- წერს ჟურნალისტი.
ფოტო: „The
Guardian''
უცხოელი ჟურნალისტის თვალით დანახული სვანი ფერმერი გამბედავი და
დამოუკიდებელია.
„ამ ყველაფერთან ერთად ტურიზმი მათ დამატებითი შემოსავლის წყაროდ
აქციეს“, - წერს ჟურნალისტი.
ის სტატიაში ქართულ სამზარეულოზეც საუბრობს, მათ შორის, კუბდარის
მომზადების წესზეც. ,,ერთი შეხედვით მარტივია: ცომი, საქონლის ხორცი
და ხახვი. თუმცა ჩემი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.’'
ფოტო: „The
Guardian''
სტატიის ბოლოს ჟურნალისტი წერს იმ დილემაზე, რაც მას ლანჩის დროს
პეიზაჟის არჩევისას უხდებოდა.
ფოტო: „The
Guardian''
,, ყველაზე რთული ლანჩის დროს ხედის შერჩევა იყო. ჩვენ ავირჩიეთ
ადგილი, საიდანაც მარჯვნივ მყინვარი უშბა ჩანდა, ქვევით კი მწვანე
ხეობა, რომელსაც უძველესი კოშკები გადაჰყურებდნენ. ეს იყო გრძელი და
დამღლელი მოგზაურობა, თუმცა ნამდვილად ღირდა.
მასალის გამოყენების პირობები