"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს დავით კოდუა უხელმძღვანელებს
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა
უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაცია კოდუამ რადიო
„ათინათს“ დაუდასტურა. მმართველი
პარტიის შტაბს აქამდე ლაშა გვასალია ხელმძღვანელობდა.
დავით კოდუა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ 2016
წელს დეკემბერში დაინიშნა, მანამდე იგი გუბერნატორის ადმინისტრაციაში
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი იყო.
მასალის გამოყენების პირობები