პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას
მუშაობის ანგარიშს აცნობს და მათ კითხვებს პასუხობს.
ქვარაია, ასევე, საკუთარი ბიუროს საქმიანობის სამომავლო გეგმებსა და
მიმდინარე პროექტებზე საუბრობს.
მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ამ დრომდე 700 მოქალაქემ
მიმართა და 70 ოფიციალური წერილი შევიდა, რომელთაც შუამდგომლობები
სხვადასხვა უწყებებთან გაუწიეს.
ქვარაიამ აღნიშნა, რომ მან სადეპუტატო კითხვის უფლება 5-ჯერ
გამოიყენა და რვა საკანონმდებლო ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითთმმართველობის სამოქალაქო საზოგადოების,
ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები