ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული
მამაკაცის მდგომარეობა
სტაბილურია. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის
ნიკოლოზ ჭეჟიას ინფორმაციით, მის სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება,
თუმცა, ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
„დაშავებულს ჰქონდა ტრავმული შოკი. აქვს თავის ტვინის შერყევა და
ზედაპირული დაზიანებები, რომლებიც გაიკერა. ამ ეტაპზე მისი
მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, პაციენტი ასაკშია და სასურველია, რომ
2 დღე მაინც დარჩეს საავადმყოფოში, თუმცა, ეს ოჯახის გადასაწყვეტია“,
- უთხრა
რადიო „ათინათს“ ჭეჟიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში მატარებელი 75 წლამდე
მამაკაცს დაეჯახა.
ამავე თემაზე:
ცაცხვში
მამაკაცს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა
მასალის გამოყენების პირობები