სოხუმი: „ენერგეტიკის შესახებ“ კანონპროექტმა რესპუბლიკის ეკონომიკური სუვერენიტეტი უნდა უზრუნველყოს
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის სესიაზე „ენერგეტიკის შესახებ“
კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს.
„აღნიშნულმა კანონპროექტმა უნდა უზრუნველყოს აფხაზეთის რესპუბლიკის
ეკონომიკური სუვერენიტეტი, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე,
რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობას და ქვეყნის
განვითარებას, საკუთრების უფლების რისკის გამორიცხვით“, - აღნიშნა
„ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის“
თავმჯდომარემ ალექსანდრე ცვიშბამ.
აფხაზური მედიის ცნობით, „კანონპროექტი მესამე მოსმენით, მისი
შემდგომი დამუშავების გათვალისწინებით, მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები