რუსი სამხედროები აფხაზეთში სეისმოგამძლე სახლებში იცხოვრებენ
დე ფაქტო აფხაზეთში რუსი სამხედროებისთვის ხუთი სეისმოგამძლე
საცხოვრებელი სახლი ააშენეს. ბინადრების განსახლება მიმდინარე
წლის აგვისტოში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის
ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრეს - სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით,სახლები 9 - ბალიან მიწისძვრას უძლებენ, ადვილად
იშლებიან და სამხედრო ნაწილის გადაადგილების შემთხვევაში, მათი
გადატანაც შეიძლება. კონსტრუქციების ექსპლუტაციის ვადა - 50
წელია.
აფხაზეთში დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის „მაქსიმალურად
კომფორტული პირობების შესაქმნელად, თითოეული ბინა აღჭურვილია
სამზერულოს გარნიტურით, რბილი ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით“, -
წერს აფხაზური მედია.
მასალის გამოყენების პირობები