აფხაზეთში ტურისტული ნაკადის 30-40% - ით შემცირებას ვარაუდობენ
რუსეთის ტუროპერატორები, რომლებიც აფხაზეთის მიმართულებით მუშაობენ,
თვლიან, რომ ტურისტული ნაკადი შეიძლება 30-40% შემცირდეს.
დე ფაქტო აფხაზეთის ტურიზმის კავშირის ხელმძღვანელის ანა კალიაგინას
თქმით, ივლის - აგვისტოში ტურისტული ნაკადი გაიზარდა, თუმცა, მაისსა
და ივნისში ის გაცილებით ნაკლები იყო.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, 2016 წელს აფხაზეთში მილიონ ნახევარი
ტურისტი შევიდა. 2017 წელს მათი რაოდენობა შემცირდა, რასაც ტურიზმის
კავშირში ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ. თუმცა, რუსული
ტუროპერატორების ნაწილი თვლის, რომ მიმდინარე მოთხოვნაზე, ნეგატიურად
აისახა გუდაუთაში 11 ივლისს მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგად, რუსი
ტურისტი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები