სოხუმის რაიონის სოფელ ფსხუში, 1941-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომის
დროს, დაღუპულ საბჭოთა მეომართა ნეშტების დაკრძალვის ცერემონია
გაიმართა.
აფხაზური მედიის ცნობით, მასში მონაწილეობა მიიღო დე ფაქტო
რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. სასულიერო პირებმა პარაკლისი
გადაიხადეს.
„კავკასიონის უღელტეხილებზე ბრძოლებს ათასობით ადამიანი შეეწირა. დღეს
აქ საბჭოთა არმიის 33 ჯარისკაცის ნეშტი მივაბარეთ მიწას“, - აღნიშნა
მან.
დე ფაქტო აფხაზეთში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული საბჭოთა
ჯარისკაცების ნეშტები აღმოაჩინეს. საძიებო ექსპედიციის ხელმძღვანელის
ნიკოლაი მედვენსკის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჯარისკაცები 1942 წლის
15-16 ოქტომბერს დაიღუპნენ, როდესაც საბჭოთა არმიამ სანჩარის
უღელტეხილთან ბრძოლისას მარცხი განიცადა. დაღუპულები ამ დრომდე
დაკრძალულები არ ყოფილან. მათი ნეშტები ქვების ქვეშ იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები