„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ადვოკატი: GEMFest-ზე დაკავებული ნარკოტიკების ქონას ადასტურებს (ვიდეო)
17:04 / 03.08.2017
განმუხურში, Gem fest-ის ტერიტორიაზე დაკავებული „თეთრი ხმაურის
მოძრაობის“ წევრი ბაქარ
ყორშია ორგანიზაციის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ მოინახულა. სამხარეო
პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ
ყორშიამ ნარკოტიკული საშუალებები ქონა მასთან საუბარში
დაადასტურა.
„ჩვენ დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რა ნივთიერებაა და მის
ოდენობას. გამოკითხვის ოქმშიც და ჩემთან საუბარშიც დაადასტურა, რომ
თან ჰქონდა ის ნივთიერება, რაც ამოიღეს. ველოდებით მოვლენების
განვითარებას“, - აღნიშნა მახარაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დაკავებულის ცემის შესახებ,
მახარაძის თქმით, ყორშიამ მასთან საუბარში აღნიშნული ფაქტი უარყო.
სამხარეო პოლიციასთან ""თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრები და
დაკავებულის მეგობრები იმყოფებონენ.
ადვოკატის ცნობით, ყორშია ფესტივალის ტერიტორიაზე ბარ „Zoom”-ის
მიმდებარედ დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, „თეთრი ხმაურის მოძრაქობის“ წევრი სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული
საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვას გულისხმობს. დანიშნულია
შესაბამისი ექსპერტიზაც.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები