რეგიონი
მსჯელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და საჭიროებებზე (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დევნილთა უფლებებსა და საჭიროებებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას იძულებით გადაადგილებული პირები, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. დისკუსიას ფასილიტატორობა ორგანიზაცია„საუნჯეს“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ და „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ იურისტმა რუსუდან პაჭკორიამ გაუწიეს.

შეხვედრასზე განიხილეს თუ რა მუნიციპალური პროგრამები არსებობს ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილებისთვის და როგორია ადგილობრივ სერვისებზე მათი ხელმისაწვდომობის მექანიზმები. ასევე, იმსჯელეს თუ როგორია დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა და არის თუ არა დაცული დევნილთა უფლებები. დევნილებმა აღნიშნეს, რომ მათი უმთავრესი პრობლემა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლებაა. ამასთან, დევნილების ნაწილმა აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით მიმართა და შედეგით კმაყოფილია. ნაწილმა კი უკმაყოფილობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მიმართვის მიუხედავად არსებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ასოციაცია "იმედის“ ხელმძღვანლის ქრისტიე კილანავას თქმით, რაიონებში მცხოვრები დევნილები ნაკლებად ინფორმირებულები არიან და ჰგონიათ რომ მათ პრობლემები ადგილობრივ დონეზე ვერ გადაწყდება.
დისკუსიის სპიკერებმა შეხვედრაზე გაჭღერებული პრობლემური საკითხები ჩაინიშნეს და აღნიშნეს, რომ დევნილთა საჭიროებებს საარჩევნო სუბიექტებს გაცნობენ.

„დევნილებიც სარგებლობენ იგივე უფლებებით, როგორიც აქვს ადგილობრივ მოსახელობას. ეს უნდა იყოს გააზრებული, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ისე დევნილებისთის. დევნილებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ სრული უფლება აქვთ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ადგილობრივ ხელიუფლებას მიმართონ“, - თქვა რუსუდან პაჭკორიამ.

შეხვერა დემიკრატუილი ჩართულობის ცენტრში არსებული მდეიაცენტრის მხარდაწერით გაიმართა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.