GEM Fest-ზე დაკავებულ პირს ბრალად ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობოთ შენახვა წაუყენეს
GEM Fest-ზე დაკავებულ ბაქარ კორშიას ბრალი წარუდგინეს. შს
სამინისტროს ცნობით, მას ბრალად ნარკოტიკული
საშუალებების განსაკუთრებულად დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა
ედება. საქმე კორშიას წინააღმდეგ 260-ე მუხლის მეექსვე ნაწილით არის
აღძრული.
დაკავებული ბაქარ კორშია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრია.
ორგანიზაციის ადვოკატის გიორგი მახარაძის ინფორმაციით, ის ნარკოტიკული
საშუალებების ქონას აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები