Gem fest-ის ტერიტორიიდან კიდევ 6 ადამიანი მოათავსეს საავადმყოფოში
Gem fest -ის ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის
მიერ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ექვსი
ადამიანი შეიყვანეს. ემერჯენსის მორიგე ექიმის ლაშა
გრიგოლიას ინფორმაციით, პაციენტებიდან ხუთს სხვადასხვა
სიმპტომები აღენიშნებოდა, ერთ-ერთს უცხო ნივთიერების ინტოქსიკაცით.
ისინი საავადმყოფოში ამ დრომდე განაგრძობენ მკურნალობას.
ბოლო დღეების განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე ინტოქსიკაციით სულ
15 ადამიანი შემოიყვანეს, მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები