გალში რუსეთის მოქალაქე იარაღის უკანონო შენახვა - ტარებისთვის დააკავეს
სამართალდამცავებმა ქალაქ გალში რუსეთის მოქალაქე 1982 წელს
დაბადებული ევგენი დიკარიოვი დააკავეს, რომელსაც პირადი ჩხრეკისას
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. დე ფაქტო აფხაზეთის
შს ექსპერტებმა, დაადგინეს, რომ ამოღებული იარაღი - 1960 წელს
გამოშვებული კალაშნიკოვის ავტომატია, რომლის ვაზნები საბრძოლო
მდგომარეობაშია.
აფხაზური მედიის ცნობით, ევგენი დიკარიოვმა სამედიცინო გამოკველვაზე
უარი განაცხადა, რის გამოც, გალის რაიონულმა სასამართლომ მას 30 -
დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ცეცხლსასროლი
იარაღის ამოღების ფაქტზე „მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე
აღიძრა“.
მასალის გამოყენების პირობები