კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია დაარსდა (ვიდეო)
16:51 / 07.08.2017
გადაშენების პირას მყოფი კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენისის მიზნით,
ზუგდიდში კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია დაარსდა.
მეღვინეებისა და მევენახეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ერთად,
მისი დამფუძნებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ასოციაციას მიხეილ ცირდავა
უხელმძღვანელებს.
ასოციაციის დარსებას წინ უძღოდა სამეცნიერო კონფერენცია
"მეღვინეობა-მევენახეობა სამეგრელოში", რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის
ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. სწორედ აქ გადაწყდა შექმნილიყო
კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია.
ახლადშექმნილი ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს მივიწყებული,
გადაშენების პირას მყოფი კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენას და იზრუნოს
მათ გაშენებაზე (კოლოში, ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში, ჩეში
და ა.შ). მასში გაწევრიანება ყველა მსურველს შეეძლება.
ასევე, ასოციაციის შექმნის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართული
მევენახეობა-მეღვინეობის კულტურას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე
საზღვრებს გარეთ. გაერთიანების გეგმებში შედის ასევე სანერგე
მეურნეობის შექმნა და ტრადიციული მეღვინეობის შესახებ მეწარმეთათვის
ტრენინგების ჩატარება.
ახლადშექმნილი ბიზნეს-გაერთიანების საქმიანობაში ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩართვას ხელს
აფზახეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა
შეუწყობს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები