რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აფხაზეთში პუტინის ვიზიტს არ ადასტურებს
თუ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია
არ არის გამოქვეყნებული, ესე იგი, ის არ დასტურდება, - ასე უპასუხეს
„ინტერპრესნიუსს“ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში, აფხაზეთში
ვლადიმერ პუტინის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით.
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე აფხაზეთში პუტინის ვიზიტის
შესახებ ამ დროისთვის არანაირი ინფორმაცია არ არის განთავსებული.
უფრო ადრე, რუსულ და აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია დე ფაქტო
აფხაზეთში პუტინის შესაძლო ვიზიტის შესახებ, რომელიც სამხრეთ ოსეთში
კონფლიქტის დაწყების წლისთავს უნდა დამთხვეოდა“. ამავე ცნობის
თანახმად, მოკლე ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა რუსეთის პრეზდენტის
შეხვედრა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან.
ბოლოს ვლადიმირ პუტინი დე ფაქტო აფხაზეთში 2013 წელს ჩავიდა და
ბიჭვინთაში ალექსანდრე ანქვაბთან გამართა მოლაპარაკებები.
მასალის გამოყენების პირობები