უშბაზე გერმანელ ტურისტებს ეძებენ. მესტიის გამგებლის, კაპიტონ
ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მამა-შვილის კვალი პირველი აგვისტოდან
დაიკარგა.
“უკვე რამდენიმე დღეა, შესაბამისი სამსახურები ეძებენ, მათ შორის,
ვერტფრენით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მათი არანაირი კვალი არ ჩანს“, -
უთხრა რადიო „ათინათს“ ჟორჟოლიანმა.
შს სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური
დაკარგულებს 5 აგვისტოდან მას შემდეგ ეძებს, რაც შეტყობინება
შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები