ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ტყაიას მკვიდრის თენგიზ მიქავას ოჯახის
წევრები მის დაკავებას ადასტურებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით,
დაკავებული
გალის იზოლატორში იმყოფება. მიქავას მეუღლე ამბობს, რომ მათ ამ დრომდე
არავინ დაკავშირებია.
"აფხაზეთში მცხოვრებმა ახლობლებმა გვითხრეს, რომ დაკავებულია. მეტი
არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ ჩვენს ტერიტორიაზეა აყვანილი", -
უთხრა ჟურნალისტებს ლალი ჭკადუამ.
თენგიზ მიქავას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსი სამხედროების მიერ საქართველოს
მოქალაქის დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. გუშინ წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის ლიის თემის, სოფელ პალურის მკვიდრი უ.სამუშია
დააკავეს.
ამავე თემაზე:
რუსმა ე.წ.
მესაზღვრეებმა ტყაიაში ერთი ადამიანი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები