წალენჯიხაში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ
მოპოვებული 42,75 მ3 ფიცარი და 27,86 მ3 ნაგვერდული აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქემ
ვერ წარმოადგინა ხე-ტყის წარმომავლობისა და კანონიერების
დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტაცია. უწყების ცნობით, მასალები,
შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები