უშბაზე დაკარგული გერმანელი ტურისტების სამძებრო სამუშაოები განახლდა.
მესტიის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მაშველების
ორი ჯგუფი
3800 მეტრამდე სიმაღლეზე ავიდა, თუმცა დაკარგული ტურისტები ვერ
იპოვეს.
"ის მარშრუტი გაიარეს, რა მარშრუტითაც მიდიოდნენ გერმანელი ტურისტები,
მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი იპოვეს”, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
შს სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური
დაკარგულებს 5 აგვისტოდან მას შემდეგ ეძებს, რაც შეტყობინება
შევიდა.
მესტიის გამგებლის ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება მდინარე ენგურში
გადავარდნილი 40 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.
უშგულიდან მიმავალი ავტომობილი მდინარეში 6 აგვისტოს გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები