საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრის მაშველებმა ფოთში ზღვიდან 5
ადამიანი გამოიყვანეს.უწყების ინფორმაციით, 3 ბავშვი, მათი მამა და
ახლობელი ქალი
ადიდებულმა ტალღებმა ზღვის სიღრმეში გაიტაცა, თუმცა მაშველებმა ისინი
უვნებლად ამოიყვანეს.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე მათ პირველადი სამედიცინო
დახმარება მაშველებმა აღმოუჩინეს. ყველა ტურისტი თავს კარგად
გრძნობს“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოში.
წყარო: Ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები