მესტიაში, ბანგურიანის მთაზე ტყის მასივი იწვის. ინფორმაცია ამის
შესახებ რადიო
"ათინათს" მესტიის მუნიციპალიტეტის
გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაუდასტურა.
"ხანძარი, სავარაუდოდ, წუხელ გაჩნდა, დილით კი, ჰაერის მაღალმა
ტემპერატურამ მისი გავრცელება გამოიწვია. ამ წუთებში, დაახლოებით, 500
კვადრატული მეტრი ფართობი იწვის", - უთხრა რადიო
"ათინათს" ჟორჟოლიანმა.
მისივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, ასევე,
ადგილობრივი მოსახლეობაც. გარდა ამისა, გამოძახებულია ვერტმფრენი.
ბანგურიანის მთაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები