ზუგდიდში მომდევნო სამი დღის განმავლობაში იწვიმებს. ამის შესახებ
რადიო „ათინათს“
გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, დღეს
ზუგდიდში ძლიერად იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა 27-32 გრადუსი
იქნება.
„წვიმა დღეს ღამითაც შენარჩუნდება, ხვალ შედარებით უკეთესი ამინდია,
ჰაერის ტემპერატურა 29-34 გრადუსამდე აიწევს. ყველაზე დაბალი
ტემპერატურა კი 17-ში დაფიქსირდება - 26-31 გრადუსი“, - უთხრეს
რადიო „ათინათს“ სააგენტოში.
ზუგდიდსა და ზოგადად, სამეგრელოში, 19 აგვისტოდან ისევ
გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები