სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა									
			
		
						
			
			
			
								შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ბათუმში 1994 წელს
დაბადებული ვ.მ. დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვა ედება.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას,
769 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს. მათივე
ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები