„Gem-Fest”-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი გიორგი სიგუა ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. დაკითხვაზე
შესვლამდე მანდ ჟურნალისტებთან
კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გამოძიებასთან
ითანამშრომლებს.
„საქმე არის აღძრული არა „Gem-Fest”-ის წინააღმდეგ, არა ჩემს
წინააღმდეგ, არამედ რაღაც ფაქტზე, რომ ვიღაცას დაუზიანდა რაღაცა
ქონება. არაფერი არ გვაქვს დასამალი, აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს
გამჭვირვალე, ყველაფერი კეთდება საბანკო გადარიცხვებით, ყველაფერი
არის კონტრაქტებით, ყველაფერი გავატანეთ. ახლა ჩვენ რომ გვინდოდეს
ვიღაცასთან დავა იმაზე, რომ ფული არ გადაგვიხადა, ვერ დავიწყებთ,
რადგან ყველა კონტრაქტი დევს აქ,“ - თქვა გიორგი სიგუამ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ჯემ ფესტის“ ფარგლებში
შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება
დაიწყო.
ამავე თემაზე:
Gem fest- ის
დამფუძნებელი დაკითხვაზე დაიბარეს
მასალის გამოყენების პირობები