დასავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი
შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსის ფარგლებში
იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს დასავლეთ
საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და დღის ბოლოს
გაწვიმდება.
24 აგვისტოს დღისით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29
გრადუსამდე დაიკლებს. 25 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ
მოიმატებს და +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 23 – 24 აგვისტოს მაღალი
ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა
ელ-ჭექით და ქარის გაძლიერება. დანარჩენ დღეებში კი მოსალოდნელია
ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37
გრადუსის ფარგლებში იქნება.გარემოს
მასალის გამოყენების პირობები