ეროვნული რეკორდი - ახუთში ყველაზე გრძელი და წელვადი ელარჯი დაამზადეს (ფოტო)
22:38 / 22.08.2017
ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში, კუხალეიშვილების ოდაში, ყველის
ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული
რეკორდი დაამყარეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით
ჩატარებულ ღონისძიებაზე ყველაზე გრძელი და წელვადი ელარჯი დაამზადეს.
საქართველოს რეკორდების ფედერაციის გენერალური მდივანის მამუკა
ორმოცაძის თქმით, კერძის სიგრძე 14, 8 მ. იყო, სიგანე კი 35 სმ.
ფედერაციამ გამგეობას სერთიფიკატი გადასცა.
გამგებლის დათო გოგუას თქმით, კუხალეიშვილების ოდაში ფესტივალის
გამართვა სიმბოლურია.
"ეს ოდა სამი საუკუნისაა. ზოგადად, სოფელი ახუთი ყველთან
დაკავშირებული ტრადიციებით გამოირჩევა. თუკი ოდესმე ეს რეკორდი
გაუმჯობესდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ისევ ჩხოროწყუში მოხდება", -
აღნიშნა გოგუამ.
გარდა რეკორდისა, დღეს კუხალეშვილების ოდაში სხვადასხვა სახეობის
ყველი და მისგან დამზადებული ნივთები იყო წარმოდგენილი. მეგრული
კერძების დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
ეროვნული რეკორდის დამყარების ცერემონიას ადგილობრივები, ხელისუფლების
წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები