რეგიონი
"ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებულის პროცესს მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებულის გიორგი კუკავას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. კუკავას ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებული უდანაშაულოა და ისინი მის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 100 ათასი ლარის ღირებულების ქონების გირაოს სახით ჩადებას ითხოვენ. მოსამართლე შოთა ბიჭიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

გარდა ამისა, ბრალდებულის მხარემ პროცესზე ეჭვი გამოთქვა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულ პირებს, რომელიც პოლიციამ დაკითხა, სხვა პიროვნებაში შეეშალათ. ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით, აღნიშნული ყაჩაღობის ნამდვილი მონაწილე ამ დროისთვის სხვა საქმეზე სასჯელს ქუთაისში იხდის.

„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ ეს ის პირია, რომელმაც "ლენდოზე" ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. ფიზიკურადაც მსგავსებაა და ამასთან, ის ამოსაცნობი ნიშნები, რაც დაზარალებულებმა მიუთითეს ზუსტად იდენტურია. აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა მოსამართლემ მომავალ სხდომამდე გადადო, რაც საშუალებას მოგვცემს დამატებითი მტკიცებულებები მოვიპოვოთ“, - აღნიშნა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

სასამართლო პროცესს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ესწრებოდა. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ გიორგი კუკავას და მის ოჯახს პირადად იცნობს.


„მე პირადად ვიცნობ ბრალდებულს, ვიცნობ მის ოჯახს, საზოგადოება იცნობს ამ ადამიანებს. საზოგადოების მხრიდან ბრალდებული ძალიან დადებითად ფასდება. მას იცნობენ, როგორც წარსულში კეთილსინდისიერ, მოწესრიგებულ მოქალაქეს, ადამიანს. თვითონ ბრალდებული არ აღიარებს ბრალდებას, შესაბამისად ძალიან მაღალია ინტერესი თვითონ აღნიშნული საქმის მიმართ, როგორც ბრალდებულის დაცვის მხარე საუბრობს არის ძალიან ბევრი არგუმენტი, რომელიც ცხადყოფს ბრალდებულის უდანაშაულობას, შესაბამისად მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მე ვესწრები ამ სხდომას და დავესწრები შემდგომში. თვალყურს მივადევნებ პროცესს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა არგუმენტი ბრალდებულის სასარგებლო იქნება საფუძვლიანად გამოკვლეული და შესაბამისად დარწმუნებული ვარ გადაწყვეტილება მართლმსაჯულების მიერ იქნება აბსოლუტურად ობიექტური“, - განაცხდა მერაბ ქვარაიამ.

მომდევნო სასამართლო სხდომა 11 სექტემბერს ჩაინიშნა.

ბრალდებული გიორგი კუკავა ყოფილი პოლიციელია, იგი აღნიშნული ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე წლის 16 მარტს დააკავეს. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ ერთმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. წაღებულია, დაახლოებით, 5 ათასი ლარი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.