გარემოვაჭრეები: ჩვენი სავაჭრო საქონელიც წაღებულია (ვიდეო)
08:38 / 24.08.2017
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები
ამბობენ, რომ მათი სავაჭრო საქონელი წაღებულია. მათივე თქმით, ისინი
დახლების აღებასთან
დაკავშირებით გაფრთხილებულები არ იყვნენ.
„ჩვენთვის რომ ეთქვათ, რას აპირებდნენ, ჩვენს საქონელ მაინც
ავიღებდით. არავის გავუფრთხილებივართ. წაღებულია ჩვენი სავაჭრო
ტანსაცმლები და ნივთები“, - აღნიშნა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ ვარდო
ქირიამ.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დღეს დილიდან
შეიკრიბნენ. აქცია ამ წუთებში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ისინი
მერიის ზედამხედველობის მიერ წუხელ სავაჭრო დახლების აღებას
აპროტესტებენ და შესაბამის სამსახურებთან შეხვედრას ითხოვენ.
„აქ ვაჭრობა ჩვენი ერთადერთი გამოსავალია, თავი რომ ვირჩინოთ.
ვითხოვთ, რომ მოგვცენ უფლება აქ დავდგეთ და ვიმუშაოთ. ალტერნატიულ
ფართს რაც შეეხება, ესეც მოგვატყუეს“, - თქვა ინგა ღაჭავამ.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლები. გარემოვაჭრეები მერიის ზედამხედვლებოს სამსახურის
უფროსს ნუკრი ესართიას ელოდებიან.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეემოვაჭრეების დახლები და
სხვა ინვენტარები წუხელ გვიან ღამით აიღეს. მოვაჭრეების ნივთების
აღების პროცესს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები
ხელმძღვანელობდნენ.
ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20
აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის
ადგილების განსაზღვრის წესი" დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა,
გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდებოდა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები