ზუგდიდის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია
იწყება. გამგეობის ცნობით, ორსანტია
-დარჩელის დამაკავშირებელი გზის სიგრძე 4 128 მეტრი იქნება, პროექტის
ღირებულება კი 2 249 946 ლარს შეადგენს. გზის ამ მონაკვეთზე ასევე
მოეწყობა სანიაღვრეები და ეზოში შესასვლელები.
რაც შეეხება დიდინეძი -კახათის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, აქ 5
200 მეტრის სიგრძის მონაკვეთი მოეწყობა, რისთვისაც 2 505 200 ლარი
დაიხარჯება. სარეაბილიტაციო გზაზე ხელოვნური წყალგამტარი ნაგებობის
მოწყობაცაა დაგეგმილი.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით
ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები