ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს
თანამშრომლებმა ოკუპირებული
აფხაზეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე
დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“
ავრცელებს.
„საქართველოს მოაქალქეს მ. წვიშბაიას აფხაზეთის რესპუბლიკის
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო საბუთები არ გააჩნდა და
მიზანმიმართულად დაარღვია საზღვარი საქართველოდან აფხაზეთში გამშვები
პუნქტების გვერდის ავლით“, - ნათქვამია სასაზღვრო სამმართველოს
განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის მ.
წვიშბაია 2015 წელს იყო დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები