ზუგდიდში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში იწვიმებს. ამის
შესახებ რადიო „ათინათს“გარემოს ეროვნულ
სააგენტოში განუცხადეს.
„წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება ხვალაც. 31-ში უკეთესი ამინდია, თუმცა,
1-ელ და 2 სექტემბერს ისევ ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურას
რაც შეეხება, მომდევნო დღეებში რამდენიმე გრადუსით დაიკლებს“, -
აღნიშნეს სააგენტოში.
მათივე ცნობით, წვიმასთან ერთად ჭექა-ქუხილიც მოსალოდნელია.
არამდგრადი ამინდები 4 სექტემბრამდე შენარჩუნდება. მომდევნო კვირიდან
კი ზუგდიდში გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები