წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის
უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მოქალაქეები სამი მსუბუქი ავტომანქანით ცდილობდნენ
წიწვოვანი სახეობის ხე-ტყისგან მიღებული 2,85 მ3 ფიცრის
გადაზიდვას.
ავტომანქანები დაილუქა, მასალები კი შესაბამის უწყებაში
გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები