საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების
მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
საცხოვრებელი ფართი 240 დევნილ ოჯახს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე
გადაეცემა, სადაც 4 თორმეტსართულიანი კორპუსი შენდება.
ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება სამეგრელოსა და თბილისში
რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე შემდეგ
მისამართებზე შეუძლიათ:
• ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6, სამინისტროს ტერიტორიული
სამმართველო.
• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების
სამინისტროს მისაღები ცენტრი;
მასალის გამოყენების პირობები